ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით… ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა ამას რომ წერს თან ასე გრანდიოზულად”

გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“ეს გოგონა ბრძანდება მკვლელი ვახო ჩიქოვანის ნათესავი, რომელიც კომენტარებში ანის “დასვენებას” განიხილავს თავის თანამოაზრეებთან ერთად.

თუ ასე გაწუხებთ ეს თემა გაგერკვიათ იქნებ ჯერ რატომ იყო ჩემი მამიდაშვილი ბათუმში ჩასული. მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით… არ გამიკვირდება.

და აი ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა ამას რომ წერს თან ასე გრანდიოზულად. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის რაც ჩვენ გამოვცადეთ.

ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ და დავდგებით იმაზე მაგრად, ვიდრე აქამდე, რომ პირველ რიგში თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე. ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ” – წერს სალომე ონაშვილი.

ნინი პეტრიაშვილმა, რომელიც სალომე ონაშვილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავია, რამდენიმე საათის წინ, პირად გვერდზე ლინკი გააზიარა, სადაც წერია, რომ ანი შაქარაშვილი ბათუმში ისვენებს.

ანი შაქარაშვილი ბათუმში, მისი ძმის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირზე იმყოფებოდა, რომელიც აჭარაში აგვისტოს ბოლოს ჩატარდა.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა კომპლექსური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნით ანდა ფერდობზე დაგორებით, და მას დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი საგნებით – ქვა, ხელკეტი, ხელი, ფეხი.

10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

იტვირთბა....