ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნებით – ხელკეტი, ფეხი, ხელი და ქვა”- ექსპერტიზის დასკვნა

საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშს ასაჯაროებს. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. დღეის მდგომარეობით პასუხი 8 კითხვას აქვს გაცემული. სწორედ ამ კითხვებზე პასუხი გახდა საფუძველი, დაკავებულებისთვის ახალი ბრალი წაეყენებინათ.

როგორც კომპლექსური  ექსპერტიზის დასკვნიდან ვკითხულობთ, გიორგი შაქარაშვილი არსებულ დაზიანებებს ვერ მიიღებდა სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით.

ამავე დასკვნის თანახმად, შაქარაშვილის გვამზე არსებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმდების შედეგადაა მიყენებული, როგორიცაა ხელკეტის მაგვარი საგანი, ხელი, ფეხი, ქვა.

იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

 

 

იტვირთბა....