“ის არასრულწლოვანი კი მამამისზე უარესია, ის ყველას პირდაპირ ამხელს. საკანში იმიტომ ყვება, რომ მას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, რომ ბუნებრივია, უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი იქაც არ ჯდება კაცურ ამბავში და იქაც სთხოვენ პასუხს. თვითონვე ამბობს, რამდენი ვეხვეწე და შაქარაშვილს ვერ მოვაცილე, მაინც გააგრძელეს ცემაო. თუ ცემის ფაქტს ხედავდა, თითონაც იქ ყოფილა ხომ? თვითონვე ადასტურებს, ვეხვეწე შეეშვითო, საიდან ეხვეწა, მანქანაში იჯდა და არაგვის პირზე ეხვეწა, წამოდითო? თანამესაკნეებს ატყუებს, რომ მართალი გამოვიდეს, უდანაშაულო ბავშვის მოკვლისთვის ცხვირ-პირს გაუნგრევენ საკანშიც და თავს იმართლებს.”
მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის უფლებადამცველი
“ინტერპრესნიუსი”
ნიკოლაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზით ასეთი რამ არის დადგენილი, რომ ვასილ მახარაძე მარტო ბრუნდება და მარტო ჯდება მანქანაში, ვინც ბავშვებს გაეკიდნენ, უკან არცერთი ბრუნდება.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.