გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის უფლებადამცველი, მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. როგორც ნიკოლაძე სოციალურ ქსელსი წერს, ახლა მაინც ნათელია, ვინაა დამნაშავე.
“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ “უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში.
ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.
ფარული ჩანაწერი
რევაზიშვილი: “მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო”.
არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: “ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო”.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ…
მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შემდეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!” – წერს ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
გავრცეგენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს დაერთო.