“გამოძიება კი არ ეხმარება, გამოძიება იყენებს დეა კაპანაძეს, როგორც სურს და ცდილობს, გაამყაროს აზრი, ვითომ თვითმკვლელობაზე არის საუბარი და მაგ ჩვენებებს ზუსტად ნახავს სულ ყველა”.
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
რამიშვილი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარმა, დეა კაპანაძემ გამოძიებას რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, დეა კაპანაძის პირველი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა, მის კლასელს, ანა ჭანკვეტაძეს უთხრა და მას ამის შესახებ ინფორმაცია მისგან აქვს. თუმცა, შემდეგ კაპანაძემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბაჩალიშვილმა თვითმკვლელობაზე არა კლასელს, არამედ პირდაპირ მას უთხრა.
ცნობისთვის,4 სექტემბერს მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.
აღნიშნულ დასკვნას ოჯახი არ აპროტესტებს, თუმცა გამოძიებას კვლავ უნდობლობას უცხადებს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, თამარს წამლები ძალით აყიდინეს და დაალევინეს.