ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორია აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა – ბოლო მონაცემები

24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემტხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 ე. წ. „დონას“ კლასტერს უკავსირდება. ამის სესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ოთხი ყკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. ხოლო ორი ინფიცირებულის წყაროს ამ ეტაპზე უცნობია.

“ორი კვლევის პროცესშია, სადაც პირველი წყაროს დადგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის შემთხვევას, არის შესული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად მიდის ეპიდემიოლოგიური კვლევა აჭარის ტელევიზიაში. გათვალისწინებული იქნება ყველა კონტაქტი და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.

რამდენადაც ვიცი, ტელევიზიის თანამშრომელს ჰქონდა პრელურიდები ანუ კლინიკური ნიშნები და კვლევისთვის პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთ პოლიკინიკას მიმართა. გააჩნია როდის დაეწყო სიმპტომატიკა, პრევენციის მიზნით მთლიანად ტელევიზიის კოლექტივის კვლევა მოხდება“,- განაცხადეა შავიშვილმა

ცნობისთვის, აჭარაში ახალი “დონას” კლსტერი გაჩნდა, რომელსაც ამ დროისთვის 35 შემთხვევა უკავშირდება.

 

იტვირთბა....