მცხეთის რაიონულ სასამართლში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს მოწმის სახით 4 პირი და ასევე გამომძიებლები დაიკითხნენ.
პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ, სალომე ჭკადუამ გამოიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც პროკურორი ამბობს, ჭკადუამ დაინახა ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი, ნ.ხ. და ასევე დაინახა, რა დაზიანებები ჰქონდათ კონფლიქტის მონაწილეებს.
„სალომე ჭკადუამ აგარაკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, იქ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, რაც შემდეგში შურისძიების მოტივით თავდასხმის საფუძველი გახდა.
მოწმემ ასევე ვიდეო ჩანაწერებზე იდენტიფიცირება მოახდინა, კონკრეტულად კი, „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრების. მოწმემ აღნიშნა, რომ მან პიროვნებები სატელეფონო კონფერენციის სახით დააკავშირა და მოისმინა, როგორ საუბრობდნენ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით“ – აცხადებს საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.
ამასტან, 4 სექტემბერს საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
ცნობისთვის, ბრალდებული 17 პირიდან 6 არასწრულწლოვანია, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.