მთავარი ციტატა

“მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი”- ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ და შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ცნობისთვის,4 სექტემბერს  მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

იტვირთბა....