ახალი ამბები მსოფლიო

აშშ-მ სირიასა და ერაყში შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

აშშ ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებთან ბრძოლას გააძლიერებს და ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს უფრო ინტენსიური საავიაციო თავდასხმებითა და ცალკეული სახმელეთო ოპერაციებით დაეხმარება – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა წარმომადგენელთა პალატაში შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას.

„თავს არ შევიკავებთ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ეფექტიანი დარტყმების მიყენებაში, ან დამოუკიდებელი ოპერაციის ჩატარებაში, იქნება ეს ავიადარტყმები თუ სახმელეთო მოქმედებები“ – თქვა კარტერმა, თუმცა რა იგულისხმა „სახმელეთო ქმედებებში“ აღარ დაუზუსტებია.

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნის წინააღმდეგია, მაგრამ ერაყში უკვე იმყოფება 3500 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ირანულ არმიას წვრთნიან. ადრე ობამა აგრეთვე ამტკიცებდა, რომ ამერიკელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.სირია

იტვირთბა....