ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როგორია ფილარმონიასთან, აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა – ექიმის განმარტება

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, 33 წლის მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განაცხადა, რომ დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ “პირველ არხს” განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს კლინიკაში შემოსვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ტრამვული შოკი აღენიშნებოდა.

„სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება მრავლობითი ეკსკორაციები სახის არეში, დამწვრობა სახის და გულ-მკერდის არეში, ჭრილობები მხრის, გულ-მკერდისა და კისრის არეში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულყოფილი კვლევა და კვლევის შემდეგ გადავწყვეტთ, ოპერაციული ჩარევა სჭირდება თუ არა. მამაკაცს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, პოლიტრავმის რეჟიმში და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადავწყვეტთ ტაქტიკას”, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

იტვირთბა....