საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ადამიანი სავარაუდოდ მუშაა.
“რაც შეიძლება ვივარაუდოთ, აფეთქება შეიძლება გამოეწვია კონდენციონერის დამონტაჟებისას, აირის ბალონის აფეთქებას. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ. დაშავებულებიდან ორი არის მუშა, ერთი არის გამვლელი. გარდაცვლილი ადამიანი, სავარაუდოდ არის მუშა” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.