aviabiletebi
ეკონომიკა მთავარი

შეექმნება თუ არა პრობლემები ღვინისა და სამშენებლო ბიზნესს საქართველოში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბანკები ერიდებიან იმ სფეროს დაკრედიტებას, რომლის შემოსავლიანობაც შემცირებულია“

ლარის გაუფასურების შემდეგ,  ქვეყანაში გაჩნდა სფეროები, რომლებსაც ბანკები კრედიტს  ნაკლებად  მისცემენ. აღმოჩნდა, რომ  საქართველოში მოქმედი ბანკები სკეპტიკურად სამშენებლო კომპანიებს და ღვინის ბიზნესს უყურებენ. ამ საკითხზე „პროკრედიტ პანკის“ გენერალურმა დირექტორმა ასმუს რონტემ „ფაინენშელთან“  ისაუბრა.

კომერციული ბანკის დირექტორის განცხადებით, ლარის გაუფასურების შემდეგ, ამ სფეროებში გარკვეული პრობლემები გაჩნდა. დაიკლო უძრავი ქონების ფასმა, ღვინის ექსპორტი კი შემცირდა, აქედან გამომდინარე ეს სეგმენტები საქართველოში მოქმედი ბანკებისთვით  „სარისკო“ გახდა.

 

“მიუხედავად ამისა, ამ სეგმენტში ბევრი კარგი კომპანიაა და თუ მათ კარგი პროექტები ექნებათ, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დაფინანსებას, შავი სიები ამ დროისთვის ჩვენ  არ გვაქვს“. – აცხადებს ბანკის პრეზიდენტი.

„მეტრონომი“ ამ საკითხზე „საზოგადოება და ბაკების“ ეკონომიკურ ანალიტიკოსს, გივი ადეიშვილს ესაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ხდება დოლარში. შესაბამისად, ლარის გაუფასურების შემდეგ, მოსახლეობას შეუმცირდა ფინანსური რესურსი შეიძინოს ქონება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა შემცირდა, მიწოდება  კი პირიქით იზრდება. ხშირად გამოდის ახალ-ახალი მშენებარე ობიექტები  გასაყიდად.“

ბანკების მიერ გარკვეული სექტორების „რისკჯგუფებად“ დაყოფას, ადეიშვილი უძრავი ქონების ფასის კლებასაც უკავშირებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც კრედიტის აღება გსურს გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე. არ შეიძლება შენი შემოსავლის 30% -ზე მეტი მიმართო კრედიტის დასაფარად.

„ბანკები ერიდებიან იმ სფეროს დაკრედიტებას, რომლის შემოსავლიანობაც შემცირებულია“ – აცხადებს ეკონომისტი.

რაც შეეხება ღვინის ბიზნესს, აქაც რეალიზაციის პრობლემაა, ბანკები კი მოქმედებენ იმ რეალობით, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა „მეღვინეობა ხარებას“, თუმცა მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....