რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება ხმა გაისმა. შემთხვევა კლუბ “დეჟავუში” გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. მეორე ვერსიით, გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი კლუბში და აფეთქება ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე “მეტრონომის” ჟურნალისტი იმყოფება.
დაშავებულია ორი პირი. როგორც ადგილიდან “მეტრონომის” რეპორტიორი იუწყება, აფეთქების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, სამი დაშავდა. დაშავებულები უკვე გადაყვანილი არიან კლინიკაში. კლუბის მენეჯერის მდგომარეობა კრიტიკულია.
“მეტრონომის” რეპორტიორის ინფორმაციიით, საღამოს დაბადების აღსანიშნავი წვეულება უნდა გამართულიყო, რისთვისაც მზადება მიდიოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო– სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.