“დასკვნა არის ჩვეულებრივი დასკვნა, აღნიშნული აბები არსებობს, ამას არ ვუარყოფ. მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. დღეს არანაირი სხვა კვალი არ არსებობს. ორგანიზებული მკვლელობა ის იქნებოდა ზუსტად, რომ არანაირი კვალი არ არსებობს. პროფესიონალი ამაში გამოიხატება. აბების გამოყენებას რაც შეეხება, ყველა აბი რაც იყო გამოყნებული, მხოლოდ და მხოლოდ შეეძლო გამოეყენებინა ძალიან კარგ მცოდნეს, ან ძალიან კარგ პრფესიონალს.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“დღის ამბები”
მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.