სააკაშვილი ოდესაში საპროტესტო აქციებს გეგმავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი, ოდესის მერის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა.
ოდესაში მერის არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ქალაქის მოქმედი მერი, გენადი ტრუხანოვი გახდა. მისი მთავარი კონკურენტი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, ალექსანდრ ბოროვიკი იყო. პირველ ტურში ტრუხანოვმა ხმების 52 % მოიპოვა, ბოროვიკმა კი – 25,7%. დამარცხებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, მას მხარი გუბერნატორმა სააკაშვილმაც დაუჭირა.
ადგილობრივი გამოცემა dumskaya.net იუწყება, რომ იმედგაცრუებულლი გუბერნატორი და მისი მრჩეველი, მერობის დამარცხებული კანდიდატი ბოროვიკი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ხმების გადათვლა მოითხოვა პოროშენკოს ბლოკის ოდესური ორგანიზაციის „სოლიდარობის“ თავმჯდომარემ, ალექსეი გონჩარენკომაც.