“დეა კაპანაძისა და ბევრი ადამიანის ჩვენება, მათ შორის გამზრდელი ბებიის, გამოძიების პირველად ვერსიას ამყარებს, ვითომ ეს თვითმკვლელობა იყო. როგორ შეიძლება მამისა და შვილის საუბარი მესამე პირმა იცოდეს. გამოძიება პირველად ოჯახის შესწავლით იყო დაკავებული და ოჯახის 10 წლის წინ არსებულ შემაკავებელ ორდერს ნახულობდნენ. როდესაც მეთოდებზე ვსაუბრობთ, არსებობს КГБ-ს მეთოდები, მაგალითად, როდესაც სკოლის ასაკიდან არსებობს ჩამშვები კლასელი და შექმნი ისტორიას, რომ ეს ბავშვობიდან იყო ცუდი ბავშვი. დეას ისტორიას, რომ თითქოს თამარს ბავშვობაშიც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, არცერთი მაგის კლასელი ამას არ ადასტურებს.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
“კუეირერთან” ინტერვიუში ბაჩალიაშვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც 23 წლის პროგრამისტი გაუჩინარდა, ოჯახის მხრიდან გაისმა ვერსია, ხომ არ შეასრულა მან მუქარა იმის შესახებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა ოჯახს უთხრა ისე გაუჩინარდებოდა მის კვალს ვერავინ ნახავდა.