“ქართულიი ოცნების” ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას, “ძალა ერთობაშია” შეუერთდა. ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ და ოქრიაშვილმა ხელი მოაწერეს. 2020 წლის არჩევნებში კახა ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა.
“ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს” – განაცხადა ოქრიაშვილმა.