გლდანში, მე-3 მიკროში ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებლი ფართის ნაწილი დაიწვა. შემთხვევა 4 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახლში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა.
კორპუსიდან ხალხი მალევე გამოიყვანეს და ხანძრის ლოკალიზებაც მოხდა. რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება, ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.