საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. 28 ოქტომბერს 1 აშშ დოლარი 2.3836 ლარი ეღირება. შეგახსენებთ, რომ დოლარი წინა დღით 2.4067 ლარი ღირდა.
საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს ევროსთან მიმართებითაც. 1 ევრო 2.6344 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6563 იყო.