“დედამისი ძალიან ბერვ ზღაპრებს ყვება, იქნებ თავის თავს დაადოს ჯერ ხელი და თქვას, რომ თვითონ იყო დამნაშავე რაღაცეებში თამარის მიმართ. მაგალითად იმაში, რომ ბევრი რამ არ იცოდა საკუთარ შვილზე, მის სამსახურზე, თამარის ახლო მეგობრებზე და ა.შ. რატომ არის ეს ბუნებრივი რამ. ვფიქრობ მან და დეა კაპანაძემ იცის ისეთი რამ, რისი თქმაც არ უნდათ და გამოძიება მიჰყავთ ისე, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. მშობლებზე მეტი თამარზე მე ვიცოდი. თუ მშობლები ამჩნევდნენ, რომ თამარი გაღიზიანებული იყო, რატომ არ იფიქრეს, რომ შესაძლოა იგივე გაეკეთებინა რაც სტუდენტობამდე სცადა (თვითმკვლელობა), რატომ არ იზრუნეს მასზე.”
ბაჩანა ლობჟანიძე – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული
“პრაიმტაიმი”
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.