ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტიზის დასკვნა: რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ყველა კითხვის პასუხი ცნობილია. ექსპერტებმა პასუხი გასცეს 14 კითხვას, რომლის ძირითადი შინაარსი მოიცავდა, რა გარემოში იყო შესაძლებელი, გიორგი შაქარაშვილს მიეღო აღნიშნული დაზიანებები და შესაძლებელი იყო თუ არა, ამ დაზიანებების ფონზე მას გონება დაეკარგა.

ექსპერტიზის 13-ე კითხვა იყო, რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით,

“გიორგი შაქარაშვილის გვამის გამოკვევის მონაცემებზე, გვამზე არსებულ წყალში ყოფნის ნიშნებსა და ლპობით ცვლილებებზე დაყრდნობით და საქმის მასალების მონაცემების გათვალისწინებით, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შადგენს სიკდილის დადგომიდან დაახლოებიტ 3-4 დღეს,”- წერს დასკვნაში.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ  გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას,  რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.

იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა კომპლექსური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნით ანდა ფერდობზე დაგორებით, და მას დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი საგნებით – ქვა, ხელკეტი, ხელი, ფეხი.

10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

 

 

იტვირთბა....