19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ყველა კითხვის პასუხი ცნობილია. მას შემდეგ, რაც კომპლექსური ექსპერტიცის შუალედური დასკვნა გასაჯაროვდა, საზოგადოება ბოლო 6 კითხვაზე პასუხს დღემდე ელოდა. სწორედ აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემით უნდა გამხდარიყო ცნობილი, შესაძლებელი იყო თუ არა, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული დაზიანებებით გონება დაეკარგა, რაც გამოძიებას უფრო სწორ კვალზე დააყენებდა, ფეხბურთელი თავად მოხვდა მდინარეში თუ სხვისი დახმარებით.
კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.”
“გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას,”- წერია დასკვნაში.
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, “წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში, ამაზე მსჯელობა სეუძლებელია.”
იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა კომპლექსური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნით ანდა ფერდობზე დაგორებით, და მას დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი საგნებით – ქვა, ხელკეტი, ხელი, ფეხი.
10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.
თათია შაიშმელაშვილი