ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნოვიჩოკისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია”: საწამლავის შემქმნელი ნანობს

ჯერ კიდევ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ე.წ. “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, აღნიშნული საწამლავის შემქმნელი ვილ მირზიანოვი ამბობდა, რომ მამა-შვილი რომც დროებით გამოვიდნენ სიტუციიდან, ისინი საბოლოოდ ვერ გადარჩებოდნენ. ახლა უკვე გერმანული მხარის ვერდიქტის შემდეგ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინის რეჟიმის ოპონენტი ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით” არის მოწამლული, მირზიანოვი ნანობს, რომ საერთოდ შეხება ჰქონდა აღნიშნულ გამოგონებასთან. ეს უკვე აღნიშნული ნივთიერებით მოწამვლის მეორე შემთხვევაა და ორივე შემთხვევაში კვალი რუსეთის ხელისუფლებისკენ მიდის.

“ის არის 10-ჯერ ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი საწამლავი, რომელსაც გააჩნია ნევრულ-პარალიზების ეფექტი. “ნოვიჩოკისგან” განკურნება თითქმის შეუძლებელია” – ამბობს “ნოვიჩოკის” შემქმნელი.

მირზიანოვი რუსეთი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დატოვა. ამის მიზეზი მისი ერთ-ერთი პუბლიკაცია გახდა, რომელშიც ის, ქიმიური იარაღის შექმნის საქმეში, რუსეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმის ოპონენტი ალექსეი ნავალნი “ნოვიჩოკით” არის მოწამლული. ამის შესახებ გერმანელმა სპეციალისტებმა განაცხადეს.

 

იტვირთბა....