ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ ვიცი რა შუაში ვიყავი. არ ვმონაწილეობდი კონფლიქტში” – შაქარაშვილის საქმის დაზარალებული საბედისწერო ღამეს იხსენებს

“მართლა არ ვიცი, რატომ დამიბარეს, დღეს დილით დამირეკეს. არაფერი არ ვიცი, არ მახსოვს, გათიშული ვიყავი. არ ვიცი ნამდვილად, რას მერჩოდნენ და რა შუაში ვიყავი. არ ვმონაწილეობდი კონფლიქტში და არ ვიცი, ფიზიკურად რატომ გამისწორდნენ,.”

გიორგი ქათამაძე – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული.

ექსკლუზიურად ”კურიერთან” მან 18 ივნისის ღამე გაიხსენა და განმარტა, რომ მას აგარაკის ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქათამაძე ერთ-ერთია რომელსაც იმ ღამეს სცემეს. მას სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....