ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონდიტრო “დონა” განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მდებარე საკონდიტრო “დონა”, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.

“კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

იტვირთბა....