გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში COVID-19-ის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯამში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 1 548 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.