მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ახალი გადაწყვეტილება მიღებული და დაწესდება თუ არა შეზღუდვები.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.
აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.