ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონა იხსნება იხსნება. ხოლო, ფრენები 3 სექტემბერს აღდგება. რაც შეეხება იუსტიციის სახლს, 2 სექტემბერს გაიხსნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება და რეგიონი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მისივე თქმით, 10 აგვისტოდან დღემდე მუნიციპალიტეტში ჩატარდა 5 000-მდე „პისიარ“ კვლევა, აქედან 1 500 იყო მეორადი ტესტირება.
„ბოლო დღეების განმავლობაში დაბა მესტიასა და ლენჯერში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მასიური თერმოსკრინინგი სოფლებში გაგრძელდება, ხოლო „პისიარ“ კვლევა ჩატარდება გეგმურად“ – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების გამო 10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები დაწესდა. სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა