TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ლელო საქართველოსთვის” წევრი ლევან სამუშია და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მირიან ნიკოლაძე.
“საქმეს რომ გიყალბებენ პროკურორები, იმას ხელი არ უნდა დააფარო” – მიმართა სამუშიამ ნიკოლაძეს.
ამ განცხადებას ნიკოლაძემ ასე უპასუხა:
“ჩემ საქმეს ნუ გააიგივებ პოლიტიკასთან. შენ გიორგის საქმეზე 24 საათი იჯექი ეთერში.. იყენებდი ამ თემას. ეგ არის სიბინძურე. აქ გიორგის ხსენება არ უნდა იყოს, ეს არის პოლიტიკური დებატები” – აღნიშნა ნიკოლაძემ.