“საქართველოში ვირუსის გავრცელების უცნაური ტენდენცია შეინიშნება. არ არის გამორიცხული, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს, ჯანმრთელებში ეს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა დადასტურებული, ჯერჯერობით, არაფერი არ არის. ასეთი გამოხტომები – მაშინ, როცა თითქოს ერთის მხრივ, დამთავრდა ყველაფერი, იყო ასეთი პერიოდი და უცებ წინა პლანზე მოდის ისევ ვირუსული ინფექცია, მიანიშნებს, რომ საქართველოში არსებობდეს უსიმპტომო ფორმები, თუმცა ეს მოსაზრება კვლევებით დასადგენია.”
ირაკლი ხმალაძე – ინფექციონისტი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი შემთხვევათა რაოდენობა იზრდება – ბოლო 24 საათში ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.