მთავარი ციტატა

“შეიძლება მე დამემუქროს ირაკლი კობახიძე იმ იარაღიანი ხალხით, რომელიც მაგას დაყვება” – გოგიჩაიშვილი

“მე როგორ უნდა დავემუქრო ირაკლი კობახიძეს? ეგ დადის დაცვით. მე არ დავდივარ დაცვით, შეიძლება მე დამემუქროს ირაკლი კობახიძე იმ იარაღიანი ხალხით, რომელიც მაგას დაყვება, იმ ზონდერ ჯგუფებით, რომლებსაც ისინი ამუშავებენ და ვის დანაშაულზეც თვალს ხუჭავენ. მე და გედი ფოფხაძე როგორ უნდა დავემუქროთ მაგათ, ან ვახო გომალაურს, ან ბიძინა ივანიშვილს? ისინი ჩვენ გვექმურებიან, რადგან მათ მხარეს დგანან იარაღიანი ხალხი როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად, დგანან კრიმინალები, რომლებიც მათ აძლევენ კარტ-ბლანშს, რომ ითაშერონ არჩევნებზე. ჩვენ გვემუქრება ხელისუფლება, მაგრამ მათი მუქარის არ გვეშინია, არ მეშინოდა თავის დროზე სააკაშვილის მუქარის და მითუმეტეს, ირაკლი კობახიძის მუქარის არ შემეშინდება.”

ლევან გოგიჩაიშვილი – ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი

ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ პარტიებს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ საარჩევნო კამპანია და თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

იტვირთბა....