ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არეულობა ცხინვალში: აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ

ცხინვალში არეულობები დაიწყო. ასობით ადამიანი შეიკრიბა თვითაღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოთხოვნით – “გადადექი!”. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ –  “გასამართლება ჯაგაევს!” და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ შენობას ჯაჭვი შემოარტყა. ისინი ცდილობდნენ არ მიეშვათ პროტესტანტები ადმინისტრაციის კართან. ე.წ. დეპუტატები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

შეგახსენებთ, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინალ ჯაბიევი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას, დე ფაქტო გენერალური პროკურორისა და ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.

იტვირთბა....