aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმდენად მძიმე მდგომარეობაშია დაკავებული, რომ ალბათ, მას გარდაცვლილის ადგილას ყოფნა ურჩევნია – ამის შესახებ დაკავებული პოლიციელის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდი არც საპატრულო პოლიციის მანქანის მძღოლ-პოლიციელს დაუნახავს და არც მის მეწყვილს.

“ამ ეტაპზე არ ვიცი ბრალდების მხარეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები აქვს. ხვალ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მას ბრალი წარედგინება და მტკიცებულებები გადმომეცემა.

არის თუ არა მათ შორის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ან რას ამბობენ თვითმხილველები, ესეც უცნობია.

იმდენად მძიმე მდგომარეობაშია დაკავებული, რომ ალბათ, მას გარდაცვლილის ადგილას ყოფნა ურჩევნია. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ არ ვიცი, ბავშვი მანქანასთან როგორ აღმოჩნდა. როცა დავინახე, მკვეთრად დავამუხრუჭე, მაგრამ შეჯახების თავიდან აცილება ვერ შევძელი. ის ვერც ჩემმა მეწყვილემ დაინახაო.

როგორც ვიცი, მოზარდი გზაზე გადარბოდა…

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან უჭირს საუბარი და მომხდარის გაცნობიერება. ის თავად ამბობს, რომ თავისმართლებას არც აპირებს.

თავად ყველაზე მეტად აინტერესებს ექსპერტიზის პასუხები, რითაც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს ნათელი მოეფინება. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ იქნება.

რა თქმა უნდა, რამე რომ დაენახა, ტრაგედიის თავიდან აცილებას ეცდებოდა. ის ადამიანურად უმძიმეს მდგომარეობაშია.” – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ავარიას ლისზე 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

იტვირთბა....