“ბანერი იყო ძალიან პროვოკაციული. რაც შეეხება იმას, რომ ბოკერიამ შეაცვლევინა, პატარა კორექტივს შევიტან ამაში. თანხა არ გადაუხდია, შეულოცა და თავისით შეიცვალა ბანერი.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.