ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2 ლოკაციაზე განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შედგა” – ბათუმის მერია

ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შედგა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ოქმი განხილვის მიზნით, გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

იტვირთბა....