ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მილანში “გაზპრომის” ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, გუშინ ,მილანში,ენერგეტიკის მინისტრამა კახა კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელტან ალექსეი მილერთან მორიგი სამუშაო შევედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიეთის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში “გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერსაც შეხვდა, შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დააკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებზე.