ამერიკელმა გამომგონებელმა, კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა – ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა.
“ჩიპი მონეტის ზომისაა და ის თავის ქალაში ისე იქნება განთავსებული, რომ გარედან ვერავინ დაინახავს. მთელი დღის განმავლობაში დამუხტვა არ დასჭირდება“, – ამბობს მასკი.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ჩიპები, ყოველივე სხვადასხვა დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას უფრო მარტივს გახდის. ასევე, მასკის თქმით, თავის ქალაში იმპლანტირებული ჩიპი გააუმჯობესებს ადამიანს მოძრაობას, მოაგვარებს მხედველობისა და სმენის პრობლემას. ასევე, ადამიანს დიდხანს შეუნარჩუნებს მეხსიერებას და დაეხმარება ეპილეფსიის დაძლევაში.
გარდა ამისა, Tesla-ს ხელმძღვანელმა აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის მაისში, გადაცემაში The Joe Rogan Experience -შიც ისაუბრა და მაშინ თქვა, რომ ეს მოწყობილობა 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის. მეტყველება კომუნიკაციის მოძველებული ფორმა იქნება და მას მხოლოდ “სენტიმენტების გამო“ გამოიყენებენ.