„სითი მედიქალის“ კლინიკაში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 77 წლის ქალი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ქალის თქმით, მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს.
პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ. მათივე მტკიცებით, პაციენტს გატეხილი აქვს ტელეფონი, რათა ოჯახის წევრებისთვის არ დაერეკა.
კლინიკის დირექტორის, ნიკა მეფეთაშვილის განცხადებით, თუ ოჯახის პრეტენზია სამართლიანია, პასუხისმგებლობას მედპერსონალი ვერ გაექცევა.
„ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი სცემეს. პირდაპირ ვამბობ, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ, ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას“- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.