“მანქანის ეპიზოდში, გამოჩნდა ძალიან სკანდალური გვარი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად “ხარება,” რომელიც ჩემთვის ძალიან საკრარული ფიგურაა. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როდესაც ის პირდაპირ ლიკვიდატორი იყო და მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, რომელიც დასრულდა მსხვერპლით, გია კრიალაშვილის ლიკვიდაციას ვგულისხმობ.”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.