აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ვლადიმერ პუტინის ქმედებები განსხვავდება სამშვიდობო ლექსიკისგან, რომელსაც დონალდ ტრამპთან დიალოგში იყენებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

მისი თქმით, „ცოტა უცნაურად“ ჩანს, რომ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეუბნება, რომ მას ომის დასრულება სურს, ამავდროულად კი მედიაში აცხადებს, რომ სურს და მზადაა ომის გასაგრძელებლად.

„ის ჩვენკენ რაკეტებს ისვრის, ღიად საუბრობს ამაზე, ხარობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით, თავის გენერლებს ბრძანებებს აძლევს – სად წავიდნენ, რა დაიპყრონ და ა.შ.“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ვითომდა სამშვიდობო ლექსიკას, რომელსაც ის ტრამპთან დიალოგში იყენებს.

„აშშ-ის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ყველა ეს „მესიჯი“ განსხვავებული ხასიათისაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: როგორ ვხვდებით, რა ფორმატში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....