“არც ერთი რანგის სასულიერო პირს არ ხელეწიფება საიქიო საქმეებში ჩარევა. მით უფრო ვინმეს სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში გადამისამართება… ამის შესახებ ვერსად ნახავთ ვერც ძველ და, ვერც ახალ აღთქმაში… წესის აგება არის ჭირისუფლების ნუგეშისცემა და როცა პატარა ბავშვის სიკვდილზეა ლაპარაკი ძალადობის გამო, უნდა ერიცა და ბერიც წესს უგებდეს კი არა და ღვთის წინაშე პატიებას ითხოვდეს თავისი წილი დანაშაულისათვის. ვისაც არც ნუგეშისცემა შეგუძლია და არც მონანიება, მაშინ საინტერესოა, რას ემსახურება ასეთი დაწესებულება?”
რუსუდან გოცირიძე – ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.
სოციალური ქსელი.
ამით იგი გამოეხმაურა 11 წლის გარდაცვლილ მოზარდზე თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თვითმკვკლელობის ვერსიის დადასტურების შემთხვევაში ეკლესია გარდაცვლილს წესს არ აუგებს.