მთავარი ციტატა

“ჩვენებაში დეა კაპანაძეს ყველაფერი თვითმკვლელობისკენ მიჰყავს” – თეონა თამაზაშვილი

“გამოძიება თვითონ არის დაინტერესებული, რომ დეა კაპანაძემ პირი მომუწოს. ჩვენებაში კაპანაძეს მიჰყავს თვითმკვლელობისკენ ეს ყველაფერი და იმიტომ მიჩენს ეჭვს, რომ მონაწილეა თვითონაც, რადგან თვითმკვლელობისკენ მიჰყავს და არ იცნობდა თავის მეგობარს სათანადოდ”

თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა

TV პირველი, დღის ამბები

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

იტვირთბა....