“რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. ამ ქვეყანაში ძალიან, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი და წილი, რომელსაც რწმენა არ აქვს საერთოდ ამ საგამოძიებო ორგანოებში და ზუსტად, ეს განაპირობა იმან, რომ მთელი წლების მანძილზე, სამართალდამცავი უწყებები მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ ერთ ფუნქციას – პოლიტიკურ რეპრესიას და არაფერი საერთო ამას დანაშაულის პრევენციასთან და გამოძიებასთან და დანაშაულის გახსნასთან არ აქვს”
ხატია დეკანოიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.