aviabiletebi
მთავარი ციტატა

“დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილს…” – მაჩალიკაშვილი

“მე უკვე 3 წელია, ქუჩაში ვარ. ვხედავ, ყველა აქციაზე აქვს დანაშაული ჩადენილი დღევანდელ სისტემას, სახელმწიფოს, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ რამე შემეძლოს, პროკურატურასთან და სასამართლოსთან კი არ გავმართავდი აქციას, გავმართავდი ივანიშვილთან. დღეს ამ ქვეყანაში სასამართლო და პროკურატურა არაფერს არ წყვეტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

“მთავარი არხი”

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....