ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მორჩა მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა” – ირაკლი კუპრაძემ “პატრიოტთა ალიანსის” ბანერი ჩამოხია

“ლელო საქართველოსთვის” წევრმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აჭარაში “პატრიოტთა ალიანსის” ბანერი ჩამოხია.

“ეს არის ბანერი, რომელიც არასდროს და აღარასდროს აჭარაში არ იქნება გამოფენილი…. მორჩა “პატრიოტთა ალინასის” მოღალატეობრივი პოლიტიკა, აი ამ ადგილას”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.

იტვირთბა....