ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

47 წლის კაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.

პაპუნა ბახტაძის განმარტებით, ინფიცირებული კაცი რუსთავში ცხოვრობს, მან მომატებული ტემპერატურით რუსთავის ცხელების ცენტრს მიაკითხა.

ამჟამად ინფიცირებული სამკურნალოდ შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1469 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1221-ს შეადგენს.

იტვირთბა....