ბრაზილიის პანტანალი – მსოფლიოს უდიდესი დაჭაობებული ტერიტორია იწვის. ხანძარი და წვის პროცესი უმეტესად მიწის სიღრმეში მიმდინარეობს.
ექსპერტების შეფასებით, ცეცხლი მშრალმა სეზონმა და გვალვამ გამოიწვია. მეხანძრეები აალებას ქვეყნის უდიდეს ტერიტორიაზე ემბრძვიან – ამაზონის ტროპიკული ტყიდან დაწყებული სერადუს სავანამდე, თუმცა ცეცხლის კერები ნელ-ნელა სულ უფრო იზრდება.
უკვე 15 წელია, რაც ბრაზილია ზაფხულის სეზონზე ნიადაგში გაჩენილ ხანძარს ებრძვის. ეს ყველაფერი, ექსპერტთა თქმით, მნიშნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის ბრაზილიისათვის დამახასიათებელ უნიკალურ ცხოველებს – ტაპირებს, პუმას, წყლის გოჭებსა და იაგუარს.