“როგორ უჭირთ. იმედზე თამუნას “გამზრდელი” ბებია რიტა გამოიყვანეს,ნიკა გვარამიას და მთავარი არხის დასაგმობად ! გამწარებული დედა,იქ რატომ მივიდაო,თამუნას არ უყვარდა მთავარიო. ჰო,ბებია რიტა გამოძიებას ენდობა ,ისიც”გაიხსენა”თამუნას მისი უფროსი მოსწონდაო!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, როგორც რიტა ზურაბიშვილი აცხადებს, “ბაჩანა ლობჟანიძე შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და ადვოკატმა შექმნეს“, მისივე თქმით, ის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს არ ენდობა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.