ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლუკა სირაძისა და ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც საპატრიარქო არ დალოდებია გამოძიების დასრულებას, მათ წესი აუგეს” – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე “TV პირველის” ეთერში საპატრიარქოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 11 წლის მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ წესის აგება მოხდეს.

„პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მოზარდის ტრაგიკულმა აღსასრულმა და მისი წესის აგების საკითხმა. ძალიან ბევრი სპეკულაციები გაკეთდა დღის განმავლობაში.

საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი ასაკიდან და გარემოებედბიდან გამომდინარე, მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს.

როდესაც ასეთ საორჭოფო ვითარება არის, თუ კი არ დგინდება მიზანმიმართული ხელყოფა საკუთარი ცხოვრებისა, თუ კი ეკლესიას ეძლევა რაიმე სახის საშუალება წესის აგების დაშვებისა, ყოველთვის ამ მხარეს იხრება და ახლაც საპატრიარქოში, ამ გარემოებების შემდეგ, გაკეთდა განცხადება, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ წესის აგება მოხდეს. “ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, წესის აგების ნება საპატრიარქომ, ლუკა სირაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც მისცა ოჯახებს.

„ლუკა სირაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც, საპატრიარქო არ დალოდებია გამოძიების დასრულებას. ის ვითარებები, რომლებიც იძლეოდა საშუალებას, ამის მიხედვით იმსჯელა საპატრიარქომ და წესის აგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. “- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

იტვირთბა....