ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვს თავი არ მოუკლავს, მამა ყვიროდა მოვკალი, მოვკალი, მოვკალიო” – 11 წლის მოზარდის გარდაცვალების ახალი დეტალები

თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ადგილობრივები დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად, ცოლ-შვილზე ხშირად ძალადობდა.

მათივე თქმით, ჩხუბის ხმა აბჟანდაძეების სახლიდან ხშირად გამოდიოდა. მეზობლებს არასრულწლოვნის თვითმკვლელობა არ სჯერათ. ისინი ამბობენ, რომ მამა სამივე შვილს სასტიკად სცემდა.

“მამა ყვიროდა მოვკალი, მოვკალი, მოვკალიო. ჩვენებაშიც მიწერია. ბავშვს თავი არ ჩამოუხრჩვია ჩემი აზრით, ეს გაითამაშეს. არავის არ უნახავს ჩამომხრჩვალი. თვითმკვლელობის არ მჯერა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

იტვირთბა....